19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 15:51:57, 712 ნახვა

საზოგადოება
ბრიუსელის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კაპელას კონცერტი გაიმართა

ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და კათედრალის მეგობართა ფონდის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მონაწილეობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ერთ-ერთი ვიტრაჟის ''განკითხვის დღე'' რეაბილიტაციას.

კონცერტს 800-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბელგიის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმართა შორის ასევე იყვნენ მეფე ბუდუაენის ფონდის წარმომადგენლები.

ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობითა და ორგანიზებით,  გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელს 14 ნოემბერს ეწვია.

საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. 15 ნოემბერს გუნდის წევრებს ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი შეხვდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა.

მერიაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics