|
2016-11-19 13:38:07, 1169 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯიმი კოლკერმა ერთიანი ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო, მინისტრი და მთლიანად მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი პარტნიორია იმ საკითხებში, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ჯამრთელობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოება, რომ მას შეეძლოს საფრთხის დროულად გამოვლენა და მასზე სწრაფი რეაგირება. საქართველო, ამ კუთხით, რეგიონში ლიდერია და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნა მან. დავით სერგეენკომ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს და ამ ვიზიტის კონკრეტული მიზანი არის, რომ განვიხილოთ ახალი შესაძლებლობები, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ჯანდაცვის მიმართულებით, განვიხილოთ ის მიმდინარე პროექტების წარმატება, რომელიც უკვე გვაქვს. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, თუ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პრევენციის ზომები“, - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გადამდები დაავადებების კონტროლის, პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შეხვედრის განმავლობაში ხაზი გაესვა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვთ ერთმანეთთან. თანამშრომლობას, რომელიც სხვადასხვა გადამდები დაავადების კონტროლს, პრევენციასა და რეაგირებას უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, ამ მიმართულებით გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ - აღნიშნა მან. შეხვედრაზე, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩქურები გადასცეს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმი კოლკერი ქვეყანას დღეს დატოვებს.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)