|
2016-11-19 11:41:13, 1708 ნახვა
სამართალი
ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ავტომანქანისთვის განკუთვნილ, დაბალი ხარისხის იაფფასიან მაგნიტოფონებზე, მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ბრენდის - „SONY“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონოდ განთავსებას და შემდგომ, უკანონდ ნიშანდებულ საქონელს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ ტერიტორიაზე მოტყუებით ასაღებდა, როგორც „SONY“-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქცია. „საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ბრალდებულის მიერ რეალიზებული, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ტექნიკა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)