16:04 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 21:51:53, 1152 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის გენერალური პროკურორი სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს, უარყოფს.

„ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს“, - განაცხადა იური ლუცენკომ კიევში, პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის,  „უკრაინსკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შესაძლოა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადასცეს. „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics