|
2016-11-18 14:43:50, 893 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ახალციხის იუსტიციის სახლში განახლდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ქალაქ ახალციხეში ახალგაზრდული პროგრამები განაახლა. ახალციხის იუსტიციის სახლში ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მოხალისე ტრენერი ნანა ჯაფარიძე უძღვებოდა. დისკუსიის საშუალებით ტრენინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს მოსწავლეებმა განსაზღვრეს ის თემებიც, რომლებზეც სამომავლოდ ტრენინგის ჩატარებას ისურვებდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ახლაგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნები - „სამართლის ქალაქი“. ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები ამიერიდან, სისტემატურად მოისმენენ სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრებიან საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები ამჟამად 18 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარება.
(NS)
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)