|
2016-11-18 13:00:33, 742 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიის კანდიდატურები დაამტკიცა
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ წარდგენილი დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 11 წევრისა და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 17 წევრის კანდიდატურები დაამტკიცა. პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, არჩევნების შედეგების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კომისიის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები შეირჩნენ-დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 კაცის შემადგენლობით: „ქართული ოცნებიდან“-გენადი მარგველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, ბექა ნაცვლიშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“-აკაკი ბობოხიძე, გიორგი ტუღუში, თინათინ ბოკუჩავა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“-ადა მარშანია. რაც შეეხება დროებით სამანდატო კომისიას, 17 წევრის შემადგენლობით-„ქართული ოცნებიდან“-გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიგა ბუკია, ოთარ ჩრდილელი, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი. ნაციონალური მოძრაობა-ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი. პატრიოტთა ალიანსიდან-გიორგი ლომია. ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი. როგორც აღვნიშნეთ, მე-9 მოწვევის პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)