|
2016-11-18 12:36:17, 708 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში გააკეთა. „ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი გამოწვევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)