21:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 23:07:48, 659 ნახვა

სპეციალური ანონსი
18 ნოემბრის სპეციალური ანონსი

18 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

18 ნოემბერს, 10:45 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში" არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და რეფორმებს მართლმსაჯულების, არჩევნების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
მის: კოსტავას ქ. #14

18 ნოემბერს, 11:00 საათზე, კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, გენდერისა და სოციალური თემების ადვოკატირების სპეციალისტები დისკუსიას გამართავენ. 
თემა: მონაცემების განმხოლოების მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებისთვის.
სასტუმრო „რუმსი“, ღონისძიებების დარბაზი

18 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის. 
მის.: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. #26

18 ნოემბერს, 14.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება. 

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, “ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“.

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 
მის: 26 მაისის მოედანი N1

18 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს“, „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა“ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

18 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში აიდას რიტის ვასილაუსკასის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ”შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება.
მის: სიონის ქ. ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics