|
2016-11-17 13:11:53, 684 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: საგარეო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ასახელებს. როგორც მინისტრმა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს საქართველოს 64 საელჩო და 9 გენერალური საკონსულო, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს. მინისტრის ინფორმაციით, უწყება აქტიურად აპირებს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მომსახურებას. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ქართულ დიასპორასთან. როგორც წესი, ჩვენი დიპლომატები აქტიურად მართავენ შეხვედრებს დიასპორის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა ჩვენ უკეთ გავაცნობიეროთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები და ამავდროულად ვიცოდეთ, თუ როგორია თქვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამინისტროს რესურსებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ საგარეო უწყება არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)