18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:04:45, 672 ნახვა

საზოგადოება
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი კვლევების შედეგები განიხილეს. 

უწყების ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აზიის ქვეყნებში კარტოფილის პროგრამის კოორდინატორს, გრეგორი ფორბესს  ცენტრში მიმდინარე სამუშაოები გააცნო და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

საუბარი შეეხო ახალ პროგრამას, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება და საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს. 

პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელებს. 

 „სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა  და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება“, - აღნიშნა  იური ნოზაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP)  წარმომადგენლებმა  ჯიღაურას ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო, სადედე და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ცენტრის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტალური ბაზა და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც CIP-ის მიერ ცენტრისთვის გადმოცემულ კარტოფილის ახალ ჯიშებსა და კლონებზე დაკვირვება მიმდინარეობს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics