02:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 10:49:54, 2246 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის ინფორმაციით, პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ჩემმა ერთ-ერთმა ძალიან სანდო წყარომ  გამაგებინა, რომ პრეზიდენტმა  პოროშენკომ დააბარა  იგორ კონონენკოს და მის დამხმარე გრანოვსკის, რომელიც სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაშია, დაკავდეს იმ საკითხით, რომ მე მოქალაქეობა წამართვან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამართლის და უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეს  არ აქვს უფლება, რომ წაართვან მოქალაქეობა მაშინ,  როდესაც მას არ გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ იყენებს ამ „ბანდიტების„ და მატყუარების მომსახურებას, არამედ მათ რჩევებს ყურს უგდებს“,-წერს მიხელ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics