18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 18:50:05, 800 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები გაიმართა

2016 წლის 12-13 ნოემბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები, რომელსაც 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონებმა უმასპინძლა.

შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. გამოვლინდა 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, (4 უმაღლესი ლიგიდან, 4 პირველი ლიგიდან) რომლებიც ერთმანეთს თბილისის თასზე დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდა:

სეუ - უქიმერიონი;

ვაზისუბანი - წისქვილი;

ბურე - გლდანი;

დიდუბე - სდსს.

თბილისის თასის შეხვედრები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ  „მოყვარულთა თასი 2016“-ის  ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

რეგიონების ქვოტა ფინალურ ეტაპზე:

1.აჭარა - 1 გუნდი;

2.გურია - 1 გუნდი;

3.რაჭა-ლეჩხუმი - 1 გუნდი;

4.სამეგრელო - 2 გუნდი;

5.იმერეთი - 2 გუნდი;

6.შიდა ქართლი - 2 გუნდი;

7.ქვემო ქართლი - 1 გუნდი;

8.სამცხე-ჯავახეთი - 2 გუნდი;

9.კახეთი - 1 გუნდი;

10.მცხეთა - მთიანეთი - 1 გუნდი;

11.თბილისი - 2 გუნდი.

„მოყვარულთა თასი 2016“-ის მუნიციპალურ და რეგიონალურ ეტაპზე გუნდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

„მოყვარულთა თასი 2016“-ის გუნდების შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics