11:48 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:42:22, 1982 ნახვა

სამართალი
იმერეთის რეგიონში წელს 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 

თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში დასაქმდნენ. 

15 ნოემბერს, იმერეთის პრობაციის ბიუროს წყალტუბოს ოფისის თანამშრომელთა შუამდგომლობით, პურის საცხობში, მცხობელის  პოზიციაზე,  პრობაციონერმა  გ.მ-მ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება თვეში 900 ლარს შეადგენს.  

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წელს უკვე 142 პრობაციონერი დასაქმდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics