|
2016-11-16 15:38:55, 1821 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) N2 სექტორ „იორის“ ახალი შენობა გაიხსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40 კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება და მესაზღვრეებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის უკეთესად შესრულებაში შეუწყობს ხელს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)