04:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:31:37, 1833 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აშშ-ის პრეზიდენტს აქვს

მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი ანაზრაურება ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტს აქვს, - ამის შესახებ გამოცემა Echos-ი იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წლიურად 400 ათას დოლარს იღებს. ამასთან, ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს და სიმბოლურად წელიწადში 1 დოლარს აიღებს.

სიაში მეორე ადგილს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო იკავებს, რომლის ხელფასიც 260 ათასი დოლარია. ლიდერების სამაულს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ხურავს. მისი ხელფასი 234 ათას დოლარს შეადგენს.

გამოცემის ინფორომაციით, საფრანგეთი სპრეზიდნეტი ფრანსუა ოლანდი სიაში მე-8 ადგილზეა და მისი ხელფასი 194 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ოლანდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ხელფასი 30% შემცირებულიყო.

სიაში მე-9 ადგილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იკავებს. პრეზიდენტის ხელფასი 136 ათას დოლარს აღწევს. სტატიის ავტორების თქმით, 2015 წელს, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს, ვლადიმერ პუტინმა ხელფასი 10%-ით შეამცირა.

ხელფასების რეიტინგის მე-10 ადგილზე იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი იმყოფება, რომელსაც 125 ათასი  დოლარი აქვს.

აღნიშნულ რეიტინგში ასევე შევიდნენ ტურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი - 197 ათასი დოლარით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი - 215 ათასი დოლარით და იაპონიის პრემიერი სინძო აბე - 203 ათასი დოლარით.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელფასი თვიურად 6 900 ლარს შეადგენს და ჯამურად წელიწადში 82 800 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics