08:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 14:19:18, 625 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით უკვე მეორე, საერთაშორისო წვრთნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

მინისტრის თქმით,  ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული საერთაშორისო წვრთნა ნატოს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და საქართველო მჭიდროდ გააგრძელებს ACT („მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”) თანამშრომლობას სხვადასხვა ტრენინგებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

„საქართველოში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს ნატო-საქართველოს წვრთნები. ჩვენ ამ წვრთნების ფარგლებში ნატოს ადმირლს, ასევე პოლონეთისა და ლიტვის გენშტაბის უფროსებს ვუმასპინძლეთ. თავად ეს წვრთნები ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად პირველად ნატოს ისტორიაში ეს წვრთნები აისახა ნატოს რეგულარული წვრთნების ციკლში. პირველად მასპინძლობს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა. მინდა ჩვენი კოლეგების პირველადი შტაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატოს  ღირსეული პარტიორია და ბუნებრივია მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ.“- განაცხადა ლევან იზორიამ.

გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილის ადმირალ მანფრედ ნილსონის თქმით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა  წვრთნებსა თუ ოპერაციებში

„დილით გვქონდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, სადაც ერთმანეთს მომავალ წვრთნებთან დაკავშირებით შეხედულებები გავუზიარეთ. მე აღვნიშნე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა  წვრთნებსა თუ ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვაფასებთ  იმას, რომ 11.000-მდე ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენს გვერდით დგას.“- განაცხადა გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილემ ადმირალ მანფრედ ნილსონმა.

ცნობისთვის, „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პირველი სწავლება, „Agile Spirit 2015”, დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე. აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics