10:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:34:55, 732 ნახვა

საზოგადოება
დუბლინში საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით,  კონფერენცია გაიმართა  საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობამ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.

 უწყების ცნობით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ჩათვლით, ხოლო შემდეგ უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

 ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯერი ქაილი, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ელჩი დუშან მათულაი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოს განყოფილების დირექტორი ოუენ ო'ლირი და წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტომ არნოლდი.

 კონფერენციას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის, საგარეო უწყების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics