18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:30:17, 656 ნახვა

საზოგადოება
სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ბორის მატოშსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვან უნივერისტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების რაოდენობა.

ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს სლოვაკეთში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოში შესაბამისი კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რევაზ გაჩეჩილაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თემაზე „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია".

 ლექციაზე ელჩმა მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. რევაზ გაჩეჩილაძემ ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე არსებული თანმშრომლობის ისეთი მექანიზმების მნიშვნელობას როგორიცაა „ასოცირების შესახებ შეთანხმება" და „შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ".

საჯარო ლექციის დასასრულს ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მადლობა გადაუხარა საქართველოს ელჩს საინტერესო პრეზენტაციისათვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს საელჩოსა და ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics