18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:13:05, 611 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე  რეფორმებზე ესაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  მინისტრმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია  მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით დაყოფაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობაზე.

სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის მინისტრმა სტუდენტებს  უწყებაში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში პარლამენტში წადგენილი იქნება  საკანმონმდებლო ცვლილებები,  რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწავს კანონმდებლობას და გააუმჯობესებს პენიტენციური სისტემის საქმიანობას.

„დამთავრდა დრო, როდესაც საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს მხოლოდ იზოლაციის მიზნით სვამდნენ. დღეს მსჯავრდებულის ციხეში ყოფნის მიზანი, პირველ რიგში,  მისი რესოციალიზაციაა,“- განაცხადა კახა კახიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს ალტერნატიული სასჯელების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

კახა კახიშვილის თქმით,  სასიამოვნოა, რომ  სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებულნი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და შეხვედრაზეც მომზადებულები მოვიდნენ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა  გია მეფარიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში კახა კახიშვილის   მიწვევის მიზეზი ის ძვრები და დიდი ცვლილებებია, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება.

„ქართულმა საზოგადოებამ არც  თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი კითხვა დასვა იმასთან  დაკავშირებით, რა ხდებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და  როგორ იყო  იქ ადამიანის უფლებები დაცული. დღეს ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში  ჩაიარა,  სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ ამომწურავი  ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“- განაცხადა გია მეფარიშვილმა.

სტუდენტები დაინტერესდნენ  საპატიმრო დაწესებულებებში არსებული დისციპლინური სახდელებით, ალტერნატიული სასჯელებით,  პენიტენციურ  დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხითა და არასრულწლოვანთა შორის კრიმინალური სამყაროს გავლენის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით.

კახა კახიშვილის ინიციატივით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ  N 16 პენიტენციური და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  რომელიც სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირება და პრაქტიკა სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროში გაიარონ და ცოდნა გაიღმავონ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics