|
2016-11-15 23:02:02, 689 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: უახლოეს პერიოდში არ ვაპირებ პარტიის შიგნით აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას
მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ნამდვილად რაღაც აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანში" განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია ლაპარაკობდა 45 000 სამუშაო ადგილზე, იმის მაგივრად, რომ ესაუბრათ იმაზე, თუ როგორ გააბანძეს ყველაფერი და როგორ გააჩერეს ქვეყანა. "მე საერთოდ აგერ ვარ. მე არ ვაპირებ უახლოეს პერიოდში ნამდვილად რაღაც აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას პარტიის შიგნით, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. მაგრამ ძალიან მაწუხებს ამ გაერთიანების ბედი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდაჭერებს ბევრად უფრო უხარიათ, რასაც მივაღწიეთ, ვიდრე თვითგამოცხადებული ლიდერების ჯგუფი. მე მგონი, მათ არ სჯერავთ რომ ჩვენ რამეს მივაღწიეთ. ცოცხები იყო ტყუილი, ჩემზე რასაც ყვებოდნენ, იყო სრული სისულელე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გველაპარაკა, ცუდი ტონიაო ამაზე პასუხი. გვეუხერხულებოდა ჩვენ წარმატებაზე საუბარი, ივანიშვილს რამე უკეთესი რომ გაეკეთებინა, წარსულზე აღარ უნდა გვესაუბრა. მაგრამ გვეკითხა ხალხისთვის, 2016 წელს უკეთ ცხოვრობს საქართველო თუ 2012-ში, ყველა გეტყოდა, რომ არა. ბოლოს მივიღეთ სურათი, სადაც მმართველი გუნდი ლანძღავდა ოპოზიციას და ოპოზიცია ლაპარაკობდა 45 000 სამუშაო ადგილზე. იმის მაგივრად, რომ გვესაუბრა, თუ როგორ გააბანძეს ყველაფერი, როგორ გააჩერეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები გვყავს. სიმართლე უნდა ითქვას, სიყალბით ვერ მოიგებ," - აცხადებს სააკაშვილი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)