|
2016-11-15 22:46:34, 705 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე: ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში
ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გაყალბების ყველა ტექნოლოგია გამოიყენა და განსაკუთრებულად ზუგდიდში სანდრა რულოვსის წინააღმდეგ იაქტიურა. მისივე თქმით, "ქოცები" გამარჯვებას იმიტომ არ ზეიმობენ, რომ მათ იციან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. „ივანიშვილმა პირდაპირ თავხედურად გააყალბა ზუგდიდში არჩევნები. სულ რომ ყირაზე დამდგარიყო ზუგდიდი, სანდრა მაინც არ წააგებდა და ეს ყველამ იცოდა. ციფრები, რომელიც დაფიქსირდა, ყველამ იცის, რომ არ ასახავს რეალობას. ამ ციფრებს არ ვთვლი არაფრად იმიტომ, რომ ეს არის ყალბი. რატომ არ ზეიმობენ ქოცები გამარჯვებას? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც მოხდა და როგორც გაყალბდა. ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში,“ - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტევიუში. სააკშვილმა აქვე დასძინა, რომ გაყალბებული არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ „დედის რძესავით შეირგო“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)