10:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 19:48:56, 878 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: სასულიერო პირობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს

სასულიერო პირობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაკავებული ბერი ფილიპე ფხაკაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს, საერო სამართლით უნდა განისაჯონ. 

მათივე ინფორმაციით, ამ სასულიერო პირებს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ. 

”როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი. მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. 
შევნიშნავთ, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, რაც შეეხება მათ ამჟამინდელ ქმედებებს, ეს სისხლის სამართლის საქმეებია და საერო სამართლით უნდა განისაჯოს.

ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics