20:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 17:20:56, 941 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: პედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს მოსწავლეებს ცხოვრებისეული ურთიერთობის საკითხებზეც ესაუბროს

 „სამინისტრო განათლების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის წერილობით ვერსია დაახლოებით ორ-სამ კვირაში იქნება მზად“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტრატეგიის პირველი ნაწილი მოკლევადიანია და შედეგს მომავალი წლისთვის მოიტანს.

„ამ მხრივ ბევრი მიმართულებაა - ბაღი, სკოლა, პროფესიული სწავლება, უნივერსიტეტები, მეცნიერება. თითოეულ მათგანში კი გეგმები არის დამოუკიდებელი. მაგალითად, თავად სკოლაში არის რამდენიმე პრობლემა. ერთი პრობლემა მგონია, რომ არის თვითონ სკოლის დანიშნულება და სკოლის კონცეფციის, მიზნის გააზრება. დღევანდელი სკოლა არის მისადაგებული, რომ ბავშვმა ჩააბაროს გამოცდები, არადა მთელს მსოფლიოში სკოლის მიზანია, ბავშვი მოამზადოს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მე მომხრე ვარ, სკოლა განვიხილოთ ცხოვრებისთვის მომზადებად. აქედან გამომდინარე, სკოლის პროგრამა იქნება თუ პროექტები, ამაზე უნდა იყოს მისადაგებული“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრმა  აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაში  შუა კლასებში მოსწავლეებს დავალებებით მინიმალურად ტვირთავენ. თუმცა, მისივე განმარტებით,  საქართველოში ამ ასაკის ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან.

„მაგალითად, იგივე წილადები -  თუ უნდა გაგვევლო სამ გაკვეთილზე, გაიწერება ოთხ გაკვეთილზე, რომ მეტი დრო ჰქონდეთ ბავშვებს იმავე მასალის ასათვისებლად შუა კლასებში. ეს არის მთავარი, რაც შეიცვლება. რა უნდა დარჩეს საგანში და რა ამოვიდეს, ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია. ანუ, ლაპარაკია, რომ მეტი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს. ეს გამოიწვევს უკეთ ათვისებას, ნაკლებ სამუშაო დავალებას, ჩანთის შემსუბუქებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ პედაგოგს მეტი საშუალება ექნება, ბავშვებს საშინაო დავალების გარდ,ა ესაუბროს ნებისმიერ საკითხზე.  აი, აქ არის ცხოვრებისთვის მომზადების საკითხი. პედაგოგს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაწყებით და საშუალო კლასებში არა მარტო ქიმიაზე ან ბიოლოგიაზე ესაუბროს ბავშვებს, არამედ ცხოვრებისეული ურთიერთობის საკითხებზეც. ამისთვის კი სჭირდება დრო და ეს დრო ექნება. სკოლა უნდა გახდეს ორიენტირებული პიროვნების აღზრდაზე. ამასთან, რასაც ამოვაკლებთ სასკოლო პროგრამას მე-7 კლასში, ჩავამატებთ მე-12 კლასში. ანუ, საუბარი არ არის, რომ აღარ ისწავლოს, საუბარია იმაზე, როდის ისწავლოს“,- დასძინა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics