|
2016-11-15 15:55:23, 842 ნახვა
სამხედრო
„ნატო - საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნატოს 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან. „სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრიზისის დასრულების მიზნით მასში ჩართვა გადაწყვიტა. მოქმედების რაიონში უკვე გადასროლილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადა. ბრიგადის შტაბის საკვანძო პირებს ქართველი ოფიცრები წარმოადგენენ. სცენარის თანახმად, ამჟამად ერთობლივი დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მრავალეროვნულმა ბრიგადამ ოპერაცია მოქმედების რაიონში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)