13:20 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 10:03:04, 705 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილავენ

15-16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ვიზიტით  ევროპის საბჭოში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი დაესწრება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271-ე სხდომას, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება გენერალური მდივნის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში".

უწყების ცნობით, დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics