|
2015-01-11 18:30:50, 2856 ნახვა
მსოფლიო
მილიონიანმა მარშმა რესპუბლიკის მოედნიდან სტარტი აიღო
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, შეკრებილმა ადამიანებმა მსვლელობა დაიწყეს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. მილიონიანი მარშის მონაწილეები 3 კილომეტრს ფეხით გაივლის. მარში ეროვნულ მოედანზე დასრულდება. აქციაზე 40-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირები იმყოფებიან. აქციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან, მილიონიან მარშში მონაწილეობას იღებენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. პარიზში რუსეთის დელეგაციაც ჩავიდა, რომელსაც სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საფრანგეთში იმყოფება ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი. რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თეთრი სახლის ინფორმაციით, ის სოლიდარობის აქციას არ დაესწრება. მის მაგივრად აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრა. შეგახსენებთ, 7 იანვარს "Charlie Hebdo"-ს ოფისზე მომხდარ თავდასხმას, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი, დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)