|
2016-11-14 17:03:58, 979 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთის პრეზიდენტის პატრონაჟით ვარშავაში შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
ვარშავის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 6-8 დეკემბერს, პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას პატრონაჟით გაიმართება წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამოფენა მოეწყობა „წერის ანბანური სისტემა და ქართული დამწერლობა" და „ქართული ჰიმნოგრაფია", რომელიც პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერები წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიით დაჯილდოვდებიან. ამასთან ერთად გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies" 25 წლის იუბილე და შედგება საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენცია ხელს უწყობს ევროპაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია 2002 წლიდან ტარდება ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ინიციატივით.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)