|
2016-11-14 13:07:46, 725 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ბორჯომშიც დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები, ქალაქ ბორჯომის იუსტიციის სახლშიც დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლებმა, ადგილობრივი სკოლების 35 მოსწავლეს ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრაზე წარდგენილი იყო ის ძირითადი პროგრამები, რომლებსაც ცენტრი სხვადასხვა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ატარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, პირადად ჩართულიყვნენ პრეზენტაციის პროცესში. ახალგაზრდებისთვის პირველი ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარდა, რომელიც გუნდური სავარჯიშოებისა და დისკუსიის საშუალებით მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. დასასრულს, მოსწავლეებმა განსაზღვრეს ის თემები, რომლებზეც სამომავლოდ ტრენინგის ჩატარებას ისურვებდნენ. ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ამიერიდან, ქალაქ ბორჯომის ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები უკვე 18 ქალაქში მიმდინარეობს. მათი მიზანია 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)