|
2016-11-14 10:58:12, 1724 ნახვა
სამართალი
„ვანო ჩხარტიშვილი მომგებიანი საწარმოს ხელში ჩაგდებას ცდილობს“
როგორ აქცია ,,აგრიკომმა” ამორტიზებული ფოთის ,,წისქვილკომბინატი’‘ მაღალტექნოლოგიურ ,,მარცვლეულის ტერმინალად’‘? გაზეთი ,,ვერსია“ დღევანდელ ნომერში მოგვითხრობს, თუ რა ქონებაზე აქვს დღეს პრეტენზია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს და რას წარმოადგენდა ეს ქონება მაშინ, როცა თიბისი ბანკმა მისი რეალიზაცია საკრედიტო დავალიანების დაუფარაობის გამო გადაწყვიტა. ჩხარტიშვილმა იპოთეკური კრედიტი 2,8 მილიონი დოლარის ოდენობით, ტიბისი ბანკისგან, 2009 წელს აიღო. ერთი წლის განმავლობაში თიბისი ბანკი პერმანენტულად ატყობინებდა ჩხარტიშვილს, რომ საბანკო ვალდებულება ჰქონდა და მისგან თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ერთის წლის შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში, კანონის თანახმად, ბანკმა ფოთის ,,წისქვილკომბინატი“ აუქციონზე გაიტანა. ამორტიზებული ქარხანა აუქციონზე არ გაიყიდა, რის გამოც თიბისი იძლებული გახდა, აღნიშნული ქონება თვითონვე შეესყიდა, რომელიც მოგვიანებით, შპს ,,აგრიკომმა“ შეიძინა. დღეს ქარხანა მომგებიანი, მაღალტექნოლოგიური საწარმოა, გაყიდვის მომენტში კი სახელფასო დავალიანებებით დატვირთული და მოძველებული ტექნიკით აღჭურვილი წამგებიანი ობიექტი გახლდათ. ,,რაც შეეხება ციფრებში გამოხატულ ჩვენს წვლილს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში შეგვაქვს, კომპანიას ადგილობრივი ბაზრის 27% უჭირავს. საქართველო ყოველწლიურად 600 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, აქედან 10–15% ადგილობრივი მოსავალი, ხოლო 85% – იმპორტია. ამ 600 000 ტონაში, ჩვენს მიერ განხორციელებული იმპორტის წილი, დაახლოებით, 200 000 ტონა ხორბალია წელიწადში, რაც ბაზრის 27%-ზე ცოტა მეტია. უკვე ორი წელია, რაც ფოთის ,,მარცვლეულის ტერმინალი’‘ აქტიურად მუშაობს და შესაბისად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ კომპანიამ ბიუჯეტში 2 500 000 ლარზე მეტი შეიტანა. რაც შეეხება შპს ,,აგრიკომს’‘, ის საკმაოდ მსხვილი კომპანიაა, ხორბალიც ძვირადღირებული პროდუქტია და შესაბამისად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტში 25 მილიონი ლარი შეიტანა“ – აცხადებს შპს ..აგრიკომის“ დირექტორი ქეთი კუბლაშვილი. 2010 წელს ქარხანაში თხუთმეტამდე ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს იქ 300 ზე მეტი თანამშრომელია, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარი და მეტია. შპს ,,აგრიკომში“ თვლიან, რომ ჩხარტიშვილს მომგებიანი საწარმოს მისაკუთრება სურს. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ 2015 წელს, ლონდონის სამეფო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა – ფოთის ,,წისქვილკომბინატი’‘ ვანო ჩხარტიშვილს არასდროს ეკუთვნოდა. მოსამართლე პიტერ სმიტმა, რომელმაც ლონდონის სამეფო სასამართლოში დავა ქართული კანონმდებლობით განიხილა, დაადგინა, რომ ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილის კუთვნილი ქონება (და არა მარტო ,,წისქვილკომბინატი”), მისი დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, უკანონოდ მიითვისა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)