|
2016-11-13 14:37:59, 815 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა
ავღანეთში, მაზარი-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის და წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ლევან იზორია მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობას უხდის. თავდაცვის მინისტრი სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეთაურსა და წევრებს პირადად გაესაუბრა, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. "ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა აღკვეთეს. გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო. ქალაქ მაზარ-ი-შარიფში დიპლომატიური მისიის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის, სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელმაც თავდამსხმელების მხრიდან გახსნილი საპირისპირო ცეცხლი მოიგერია და საკონსულოს შენობიდან თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყო. ქართველმა სამხედროებმა სიტუაციის სრული გაკონტროლება შეძლეს. ქართული ბატალიონიდან და კოალიციური ძალებიდან არავინ დაშავებულა",-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ Resolut Support-დან, რომლებმაც მამაცურად, პროფესიულად და დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)