|
2015-03-20 17:01:00, 325 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ნინო გვენეტაძემ სახელისუფლებო შტოებს შორის კონსესუსის მიღწევა მოახერხა
„დიდი მადლობა ნინო გვენეტაძეს, რომელმაც სახელისუფლებო შტოებს შორის კონსესუსის მიღწევა მოახერხა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ პარლამენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ნინო გვენეტაძე ქართული მართლმსაჯულების სანდოობის უზრუნველყოფაში დიდი წვლილს შეიტანს. „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მივიღეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი მადლობა ნინო გვენეტაძეს, რომელმაც მოახერხა კონსესუსის მიღწევა პარლამენტში, ეს მისი დამსახურებაა და არა ჩვენი, და არა მარტო პარლამენტში, არამედ სახელისუფლებო შტოებს შორის. შეგახსენებთ, კანდიდატურა დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჩვენ საშუალება გვქონდა შესაძლოა ჩვენი მოწვევის პარლამენტში მიგვეღო ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც 10 წლის ვადითაა განსაზღვრული. მინდა გამოთქვა არა მხოლოდ მედი, არამედ რწმენა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავდჯომდარე გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო, ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებში იწვევს ნდობას, არის ბოლო იმედი ყველაზე უფრო უიმედო სიტუაციაშიც კი, რომ სიმართლე და სამართალი არ დაიკარგება. გისურვებთ ამ პრინციპების ერთგულებას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაამტკიცა. უზენაესის თავჯდომარის პოსტზე გვენეტაძის დანიშვნას დეპუტატებმა ერთხმად, 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)