00:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 18:13:25, 2164 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდს იმპიჩმენტით დაემუქრნენ

ნაციონალური კრების „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ჟურნალისტებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებენ და მას იმპიჩმენტით ემუქრებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში უმცირესობაშია.

მედიის ცნობით, “რესპუბლიკელი“ დეპუტატების განცხადებით, ოლანდმა ჟურნალისტებს სირიაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საიდუმლო გეგმა გააცნო.

BBC-ის ინფორმაციით, ოლანდის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას, სულ 79 დეპუტატმა მოაწერა ხელი, ხოლო მხარი სულ 152 პარლამენტარმა დაუჭირა. 

დეპუტატებს არგუმენტად გაზეთ Le Monde-ში 25 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დღე, როდესაც ობამამ ოლანდი მიატოვა“ მოაქვთ. 

ოლანდის ოპონენტები აცხადებენ, რომ სტატიაში საიდუმლო დოკუმენტაციის ილუსტრირება მოხდა, სადაც ზუსტად იყო აღნიშნული თუ სად განახორციელებს დარტყმებს საფრანგეთი. 

ცნობისთვის,  „რესპუბლიკელების“ ლიდერი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნოკოლა სარკოზია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საფრანგეთის შეიარაღებული ძალები სირიაში „ბოევიკების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics