|
2016-11-11 16:34:48, 978 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
მე გიდასტურებთ, რომ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მოამბეს"ეთერში განაცხადა. როგორც ბურძანაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს „მე გიდასტურებთ, რომ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლებს. ასე რომ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „მოამბეს“. მისივე განმარტებით, რა სამომავლო გეგმები აქვს გუბაზ სანიკიძეს ამაზე თავად ისაუბრებს. „ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა დღევანდელი პრობლემების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე და რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)