|
2016-11-11 15:57:13, 700 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 573 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო, მოედანი შემოიღობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მავთულ-ბადით, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი, მოეწყო მინაპლასტიკის დამცავი ჯებირი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 35 216 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონის მასშტაბით, ახალი სპორტული მოედნები ეწყობა კიდევ 5 მისამართზე: გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-19 კორპუსთან, გლდანის მე-5 მ/რ-ის 21-ე კორპუსთან, გლდანის მე-4 მ/რ-ის 112-ე კორპუსთან, გლდანის ხევში მე-6 კორპუსთან და მუხიანის მე-2 მ/რ-ის მე-8 კორპუსთან. აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. გარდა ახალი სპორტული მოედნების მოწყობისა, რაიონის მასშტაბით, შვიდ არსებულ სპორტულ მოედანსაც უტარდება სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე სპორტული მოედნების მოწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 338 239 ლარია გამოყოფილი. 2016 წლის მონაცემებით, სულ, 21 ობიექტზე მოხდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, რაშიც 838 997 ლარი დაიხარჯა. ლიბანის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, სხვა ინფრაქტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება. ცოტა ხნის წინ ლიბანის #19-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორების მოეწყო. გარდა ამისა, ლიბანის #15-ში სრულდება ბილიკისა და ახალი კიბის მოწყობა, ლიბანის #1-ში კი შშმ პირთათვის პანდუსი გაკეთდა. გლდანის რაიონის მასშტაბით, ინფრაქტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სხვა ობიექტებზეც მიმდინარეობს. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)