14:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 09:57:56, 652 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე ვაკანსიას აცხადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვაკანსია არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია.

უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს  უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინონ. კანდიდატი საბჭოს მიერ წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება.

საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით.  საკონტაქტო ტელ: (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics