14:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:32:58, 315 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობის ფორუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს „USAID“-ისა და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის − „GGI)“-ის − წარმომადგენლებმა. 

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2015 წლის 3-4 ივნისს საქართველოში დაგეგმილი „OGP“-ის რეგიონული ღონისძიების შესახებ. საქართველო, როგორც „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყანა, უმასპინძლებს „OGP“-ის 30-ზე მეტი წევრი ქვეყნის სამუშაო ჯგუფებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კონფერენციაზე განიხილება ღია მმართველობის  მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა და სხვ. კონფერენცია 2015 წელს „OGP“-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პროცესებში მონაწილეობის სამომავლო გეგმების შესახებ. 

სამდივნომ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზის წარდგენას, რომელიც გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ფორუმის წევრებმა მოისმინეს სსიპ „იუსტიციის სახლისა“ და მთავრობის ადმინისტრაციის ანგარიშები ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. 

სამდივნომ ფორუმს წარუდგინა სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შემდგომი ეტაპის ვადები და „OGP“-ის სამდივნოს მიერ სპეციალურად საქართველოსთვის განსაზღვრული 2015-2016 წლების კალენდარი. სამდივნომ, ასევე, ისაუბრა ღია მმართველობის ჯილდოს შესახებ, რომლის თემად 2015 წლისთვის განისაზღვრა სახელმწიფო სერვისების განვითარება. 

ფორუმის წევრებს მიმართეს „USAID“-ისა და „USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებმა. GGI ხუთწლიანი პროექტია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ამაღლებაში კონკრეტული მმართველობისა და მომსახურების მიმწოდებელ სისტემებში. დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის წარმომადგენლების თქმით, ისინი მზად არიან საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აქტიური მუშაობისათვის ღია მმართველობის პროცესების მხარდასაჭერად. 
პროგრამა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership) 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის  პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაზრდაა. საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics