23:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 19:25:32, 1719 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს გავლენა შტატების საზღვრებს გარეთაც აქვს.

როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები აკავშირებთ.

"დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა განურჩევლად მათი წარმოშობის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების, ამ ღირბეულებების საფუძველზე მე ვთავაზობ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა.

„ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. წლევანდელი საარჩევნო კამპანია განსკაუთრებული იყო გარკვეული კონფრონტაციებით, რაც რთული ასატანი იყო. მე, ისევე როგორც მრავალი თქგვენგანი, არჩევნების შედეგებეს მღელვარებით ველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდენტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს. გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი არმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირბეულებების საფუძველზე, მე ვთავაზობს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნა ანგელა მრეკელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics