02:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 15:31:02, 661 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: მიკვირს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ექსპერტებმა ანბანური ჭეშმარიტება რატომ ვერ გაიგეს

ფინანსთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება, სადაც უწყება  2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაშია დადანაშაულებული. 

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა მსოფლიო ბანკის მთავარ ექსპერტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გასული წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, გადაჭარბებით მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან, 82 მილიონი ლარი დაბრუნების ქვეანგარიშზე  მიიმართა. 

მისივე განმარტებით, ქვეანგარიშზე გადატანილი თანხები ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელში არ აღირიცხება, არამედ დეპოზიტზე ნაშთის დაგროვებას წარმოადგენს. 

„ძალიან მიკვირს „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“  ექსპერტებმა რატომ ვერ გაიგეს  სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვისა და სტატისტიკის ეს  ანბანური ჭეშმარიტება.  ბიუჯეტი დაგეგმილია წლის დასაწყისში გარკვეული მოცულობით,  ხარჯვითი ნაწილი, შესაბამისად დაგეგმილია საშემოსავლო ნაწილი. საშემოსავლო ნაწილი იმაზე მეტი შესრულდა, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად ამ თანხას რა უნდა უყო? ან შემოსავლების ანგარიშზე უნდა დატოვო და თქვა, რომ მე კი არ გადავაჭარბე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 27 მილიონით, არამედ გადავაჭარბე 110 მილიონით და არაფერი, ის მეორე წელს ისევ გადავა გარდამავალ ნაშთში. იმ წელს მაინც ვერ გამოიყენებთ ამ თანხას. მეორე ვარიანტია, რომ ის თანხა,  რომლის სრული საკანონმდებლო რეგულაცია ხდება და პროცედურები გაწერილია,  აბსოლუტურად კანონმდებლობასთან შესაბამისობით მოხდა, ეს თანხა მიმართონ დაბრუნების ქვეანგარიშზე, რომელიც არ ჩაგეთვლება შემოსავლების აკრებად. ეს 82 მილიონი ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო შემოსავლებში არ ჩაეთვალა, ამიტომ მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე და გათვალისწინებული იყო, 2015 წლისთვის მეწარმე სუბიექტებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების დასაბრუნებლად“, – აღნიშნა თაბუაშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, თაბუაშვილის განმარტებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს მშპ–ით 3%–ზე ნაკლები შეადგინა. 

„ეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს“, – დასძინა თაბუაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

„მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა.  მიმდინარე წლის 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშზე 80 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული (ხაზინის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაციით – 82 მილიონი ლარი), რაც გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ამ ანგარიშზე ნაშთი უკვე წლების მანძილზე საშუალოდ 5 მილიონი ლარია. ფინანსთა სამინისტრომ ეს 82 მილიონი ლარი, ხაზინის დაბრუნების ქვეანგარიშზე განათავსა და არ ასახა არც ბიუჯეტის დეფიციტის კალკულაციაში და არც ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ეს თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე რომ ასახულიყო, საქართველოს მთავრობას მოუხდებოდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ დაიხარჯა ეს 82 მილიონი ლარი იმ 70.19 მილიონ ლართან ერთად, რაც ხაზინის დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დარჩა აუთვისებელი, ანუ რატომ ვერ იქნა ათვისებული ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics