00:25 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 15:26:01, 1973 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ

დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.

როგორც წერილშია ნათქვამი, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა.

ტუსკისა და იუნკერის თქმით, ევროკაშირსა და აშშ-ის შორის კავშირები უფრო ძლიერი და გამძლე უნდა გახდეს.

“ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ჩვენს საერთო ღორებულებებს. წლების განმავლობაში ევროკავშირი და აშშ ერთად მუშაობდნენ  ჩვენი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ტრანსსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ გამკლავება ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებთან, როგორიცაა დაეში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  წინაშე არსებული საფრთხე, კლიმატური ცვლილება და მიგრაცია. საბედნიეროდ, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა: ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთის, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისთვის, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებად, ტრასატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი კავშირები ძლიერი და გამძლე იყოს", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერებმა დონალდ ტრამპი ევროპაში აშშ-ევროკავშირის სამიტზე მომავალი ოთხი წლის ურთიერთობებზე სასაუბროდ მოიწვიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics