|
2016-11-09 13:18:56, 677 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში საშემოდგომო რგვები დაიწყო
გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-10 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, გამგეობის სხვა თანამშომლებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა. ,,ჩვენი მიზანია,ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მოსახლეობის ინტერესებისა და მომართვიანობის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მსგავსი ღონისძიებები, რაიონის მასშტაბით, თვის ბოლომდე კიდევ არაერთ მისამართზე გაიმართება,‘’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ. მათივე ცნობით, ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ხეების მოვლის პასუხისმგებლობა მოსახლეობამაც აიღო. საშემოდგომო რგვების ფარგლებში ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არაერთ ობიექტზე იგეგმება. ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით, გამწვანების სეზონური ღონისძიებები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მისივე თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება სკვერებსა და პარკებში, სადაც აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)