|
2015-03-20 15:08:05, 642 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: გეგმის გადაჭარბების ალბათობით, ზედმეტად მიღებული 82 მილიონი დაბრუნების ქვეანგარიშზე მივმართეთ
„სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზედმეტად მიღებული შემოსავალი- 82 მილიონი ლარი გადასახადების უკან დაბრუნების ქვეანგარიშზე მივმართეთ“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თაბუაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზების კუთხით, ფინანსთა სამინისტრომ შენიშნა, რომ გეგმის გადააჭარბების დიდი ალბათობა იყო. „ფინანსთა სამინისტრო საჭიროდ თვლის კიდევ ერთხელ მისცეს განმარტება საზოგადოებას და მიაწოდოს კვალიფიციური და ზუსტი ინფორმცია, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს. ის დაგეგმილი იყო, როგორც იცით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული მოცულობით, შესაბამისად, წლის ბოლოს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით, ბოლო დღეებში ჩვენ შევნიშნეთ, რომ იყო გეგმის გადაჭარბების დიდი ალბათობა და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით აბსოლუტურად წინასწარ არის განსაზღვრული და გაწერილი პროცედურები, კანონმდებლობის სრული დაცვით, ჩვენ აღნიშნული თანხა, ზედმეტად მიღებული შემოსავალი - დაახლოებით 82 მილიონი ლარი, მივმართეთ ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების ქვეანგარიშზე“,-განაცხადა თამუაშვილმა. ამასთან, თაბუაშვილმა „ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, არაკვალიფიციური და მცდარი უწოდა.მისივე განმარტებით, ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას არანაირი კავშირი არა აქვს საბიუჯეტო ხარჯებთან, რადგან გეგმის ზემოთ 1 თეთრის ხარჯვაც გამორიცხულია. „როგორც მოგეხსენებათ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა ინფიორმაცია, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო დაადანაშაულა თითქოსდა 2014 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია იყო არასწორი და ასევე დეფიციტის მონაცემებიც იყო არასწორად გამოქვეყნებული. რაც შეეხება სახელმწიფო გეგმის დეფიციტს, ის ამ დეფიციტის გათვლაში ჩვენი კანონმდებლობით, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის აღრიცხვის სახელმძღვანელოს 1986 წლის მიხედვით, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს და აღიარებს, ამ მეთოდოლოგიით , არანაირ გავლენას ეს არ ახდენს ბიუჯეტის დეფიციტზე. აქ იგულისხმება დაბრუნების ქვეანგარიშზე მოხვედრილი თანხა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტის მანილულირება და არასწორი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არის აბსოლუტურად მცდარი და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ორივე ეს დადანაშაულება ფინანსთა სამინისტროსი, თითქოს არასწორი ინფორმაცია მიეწოდა და არასწორად აღრიცხა სახელმწიფო ფინანსები, არის არაკვალიფიციური და უზუსტობა“, -დასძინა გიორგი თაბუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)