9 ნოემბერს, 09:30 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში უწყებათაშორისი კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების კომპონენტის განხორციელების სამწლიანი პერიოდის შემაჯამებელი განხილვები მოხდება.
მის.: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (#1114 აუდიტორია)
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკის, პრესისა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, დოროტა დლოუხთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
მის.: ნინო ჩხეიძის ქ. #38, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საკონტაქტო ტელ: 551 66 25 25
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალ 2016“-თან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია გაუძღვებიან.
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, "ევექსის" დიაგნოსტიკურ ცენტრში „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და თურქეთის „აჩიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მის: ქავთარაძის ქ. #23
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია თსუ-ის X (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
მის.: უნივერსიტეტის ქ. #2
საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599 27 06 46
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაზე სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტს წარმოადგენს.
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართება.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილი აქციას გამართავს და მოსახლეობას ცხელი ხაზის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს.
9 ნოემბერს, 15:00 საათზე, დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების საკითხზე კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
მის.: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N23
9 ნოემბერს, 16:00 საათზე, შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ პრეზენტაცია გაიმართება. საზოგადოებას პროექტის დეტალებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაჭარავა და კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი ჯუნეით არათი გააცნობენ.
მის.: ბოგდან ხმელნიცკის ქ. #40
9 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3
9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკელი ისტორიკოსის, იან თოლის საჯარო ლექცია, სახელწოდებით "ამერიკა: 25 წელი დამოუკიდებლობის შემდეგ". ლექციის დაწყებამდე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32, B201
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან