21:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 18:06:09, 1922 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა, - ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კანდიდატმა თავის ხმა უკვე დააფიქსირა. ის ნიუ-იორკში მეუღლესთან, საარჩევნო კამპანიის გუნდთან და ჯგუფ Bon Jove-ის სოლისტთან ერთად ჩავიდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპა განაცხადა, რომ მან ხმა მამამისს მისცა.

"მე ხმა მამაჩემს მივეცი, ეს უდიდესი პატივია. ის არჩევნებს მოიგებს. მოიგებს ფლორიდაში ასევე ნევადაშიც. სადაც მიწევს წასვლა, ყველაგნ მისი მხარდამჭერები მხვდებიან", - განაცხადა ერიკ ტრამპლმა.

ამ დროისთვის, ხმის მიცემის პროცედურა იწყება აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში, საარჩევნო უბნები გაიხსნა აიოვას, ალაბამას, არიზონას, ვისკონსინის, კანზასის, მისისიპისა და ტეხასის შტატებში.

აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.

ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს - ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა.

სხვადასხვა ამერიკული მედიის ცნობით, პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს. კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში სავარაუდოდ 303 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 235. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics