21:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 17:11:44, 2082 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილს შეუძლია დაიწყოს ოპოზიციონერის კარიერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

გამოცემა "კორესპონდენტის“ ინფორმაციით, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ხვალ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ყოფილ გუბერნატორს სურს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ ველზე აწარმოოს - დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს მისი უფლებაა.

„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პოროშენკომ.

ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს მთავრობაში, მათ შორის უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.

მისივე განმარტებით, „ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, მას შემდეგ, რაც ქართულ არჩევნებში დამარცხდა".

ცნობისთვის, უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობის პოსტიდან გადაყენება უკრაინის მთავრობას ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა და ოდესის ოლქის ჯერ მოქმედმა გუბერნატორმა პოსტის დატოვების შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, რამდენიმე საათით ადრე პოსტის ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ხელმძღვანელის  თანამდებობიდან გადადგომის საკითხს  ხვალ განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics