|
2016-11-08 10:56:26, 659 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს ანდრიან პალმისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰან დუმას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქეყნებში სპეციალურმა წარმომადგენლმა დავით ბაქრაძეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებით. თავის მხრივ სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ჰოლანდიის მთავრობას ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ჰოლანდიურ მხარესთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სპეციალურმა წარმოადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი სამუშაოები ევროინტეგრაციის მიმართულებით, პროგრესი თვალშისაცემია და საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ასევე, დადებითათ შეაფასა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეებთან სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობაზე, ასევე, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)