21:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 23:49:08, 659 ნახვა

სპეციალური ანონსი
8 ნოემბრის სპეციალური ანონსი

8 ნოემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #33, ადვოკატების გადამზადებისა და სწავლების ცენტრი
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 577 75 02 01

8 ნოემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
მის: მერაბ კოსტავას N14, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სემეკ-ი ნეტო აღრიცხვის რეგულაციებზე კონფერენციას გამართავს, რომელსაც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გახსნიან. 

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 128-ე საბავშვო ბაღში დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. 
მის: მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი

საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599 270 646

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში, მე-3 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამართავს ბრიფინგს საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე. 

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია m2 შორის მემორანდუმი გაფორმდება შშმ ბავშვთათვის ახალი სერვისის - მცირე საოჯახო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და m2-ის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.
მის.: ქავთარაძის ქ. #1, m2 გალერეა

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში უწყებათაშორისი კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების კომპონენტის განხორციელების სამწლიანი პერიოდის შემაჯამებელი განხილვები მოხდება.
მის.: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (#1114 აუდიტორია)

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ანა რიაბოშენკო და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: კონკურსი ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ საპროტესტო აქციას გამართავს. 
თემა: ფინანსთა სამინისტროსა და „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ (თავმჯდომარე ნოდრ ხადური) უმოქმედობის გაპროტესტება. 
მის: გორგასლის ქ.N16
საკონტაქტო პირი ლაშა გეგეჭკორი - 595 008 048

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია ”ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია”.
მის.: ფურცელაძის ქ. #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics