12:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:59:43, 333 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: დემოკრატიული განვითარების გზაზე ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გამოფენის „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919-21“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

„შეუძლებელია დემოკრატიული, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემის, ჯანსაღი და ეფექტიანი ფუნქციონირება გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა შესაბამისი ჩართულობის გარეშე.  საქართველოში მეტი ძალისხმევა გვმართებს ამ მიმართულებით. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა არ უნდა იყოს უბრალოდ მიზანი, ეს არის ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას და გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით მიზნით.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვის, საჯარო სფეროსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს მაღალი დონის კონფერენციის ჩატარებას ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

გამოფენა ქალთა საინფორმაციო ცენტრის და საქართველოს ეროვნული არქივს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics