06:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 17:20:27, 704 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მიმართულებით ოპტიმიზაციას გეგმავს

„თავდაცვის სამინისტროს როგორც სამოქალაქო სეგმენტში, ისე შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაუქმდება რამდენიმე დეპარტამენტი და ცენტრი, ხოლო მათი ფუნქციები  რაციონალურად და ფუნქციურად გადანაწილდება“,-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტს ძლიერი, კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ჩამოყალიბება  წარმოადგენს.

„ამ თვალსაზრისით ჩვენი ამოცანააადამიანური რესურსის, შეიარაღების და აღჭურვილობის რაციონალური განაწილებით მაქსიმალურად ვუპასუხოთ იმ ოპერატიულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია თავდაცვის გენერალური გეგმით.

თავაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში ჩატარებული ანალიზის შედეგად, იგეგემება სტანდარტიზაციის გზით, არსებული 5 სამანევრო ბრიგადიდან 4 სამანევრო ბრიგადაზე გადასვლა. ერთი ბრიგადის გაუქმებით მივიღებთ 4 კარგად დაკომპლექტებულ და ამოცანაზე ორიენტირებულ სამანევრო ბრიგადას. ამგვარად, სამანევრო ბრიგადებს საკუთარი რესურსების ოპტიმალური გამოყენებით შეეძლებათ დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულება საბრძოლო მოქმედებების დროს.

ძირითად პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზაცია და განვითარება  ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საფრანგეთთან ერთად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობის გაუმჯობესება. საჰაერო თავდაცვა როგორც პროექტი ასევე წარმოადგენს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს.

ამასთან, დაიწყება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პერსპექტივის შესწავლა. პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება შეიარაღებულ ძალებში დღეს არსებული სისტემების აღდენა/მოდერნიზაცია და ჯარების ახალი საბრძოლო სისტემებით აღჭურვა“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა, ადმინისტრაციული ერთეულების რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია, ფუნქციური და რაოდენობრივი თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანი რეფორმა იგეგმება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტშუ. რეფორმის ფარგლებში განხორციელდება სამხედრო პოლიციის, როგორც სამართალდამცავი ორგანოს და გვარეობის ფუნქციების გამიჯვნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების რეორგანიზაციის პარალელუარდ განხორციელდება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია. გაუქმდება არასაბრძოლო დატვირთვის ელემენტები და მოხდება თვისობრივად მსგავსი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შერწყმა/გაერთიანება.

ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საშტატო-წოდებრივი სისტემის მაქსიმალური ოპტიმიზაცია და გამართვა. რეფორმის ფარგლებში ოპრატიულ და ტაქტიკურ დონეებზე ცამოყალიბდება წოდებრივი და თანამდებობრივი კატეგორიების ურთიერთმისადაგების ახალი სისტემა. სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საშტატო-წოდებრივი კატეგორიის  პირამიდული მოდელით განვითარებას და სტანდარტიზაციას, რაც ტავისთავად შემდგომში გამორიცხავს ახალი წოდებრივი კატეგორიების და საშტატო ერთეულების უსისტემო და სუბიექტურ ცვლილებებს. დღეს, შეიარაღებულ ძალებში, უფროსი ოფიცრის საშტატო ერთეულები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნობასთან მიმართებაში და რაციონალურ ნიშნულამდე დაყვანას საჭიროებს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics