|
2016-11-07 17:13:49, 856 ნახვა
პოლიტიკა
საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალისხმევებს არ იშურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, თუმცა ეს არ გამოუვიდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გამოცემა Gordonua-ს განუცხადა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალი დონის არაორდინალური პოლიტიკოსია და ის უკრაინას არ დატოვებს. "სააკაშვილის მომდევნო ქმედებები მიმართული იქნება ეროვნული ცვლილებებისკენ. სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც თანამდებობებს ებღაუჭება. ვთვლი, რომ ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. ის ბოლომდე იბრძოდა, რათა ყველა რესურსი მაქსიმალურად ამოეწურა, თუმცა ყველა კლანი გაერთიანებულია და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი გახდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის შესახებ მალე გაიგებთ", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის 30 მაისინდან იკავებდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)