10:41 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 16:51:07, 739 ნახვა

პოლიტიკა
პაოლო ჯენტილონი: იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ  საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა  და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაღრმავდება.

„იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოიაზროთ, როგორც  ერთ–ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს  სვლას ევროიტეგრაციისკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ–ნაბიჯ გაქვთ გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.  ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი.დღეს  მე და პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ბიზნესწრეები, ისე იტალიის ბიზნესსექტორი, რაც კიდევ ერთი ბიძგი იქნება არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა. მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს:

„იტალიის რესპუბლიკისსაგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადიგანათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს" და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობასშორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას".

 ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics